დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
ავტორი:
2014/თებერვალი/01 14:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივან ბან კი მუნს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს , შეხვედრაზე საუბარი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში გაერო-ს როლის მნიშვნელობას შეეხო, მათ შორის, ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს გუნდის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.
"ქართულმა მხარემ გენერალურ მდივანს მიაწოდა დაწვრილებითი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ, რაც განსაკუთრებული შეშფოთების საგანია ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების არარსებობის პირობებში", - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტებზე, "რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას".
პრემიერის განცხადებით, ეს საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის სტაბილურობას, ისე ოკუპირებულ რეგიონებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1189
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია