დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი - 20 წლის შემდეგ მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას
ავტორი:
2013/ოქტომბერი/05 10:30:02
ყველა დაპირება, რომელიც პოლიტიკაში ჩემი მოსვლიდან 2-3 წლამდე პერიოდზე იყო გათვლილი, უკვე შევასრულე, ახლა კი მოღვაწეობის 20-წლიან პერიოდს ვიღებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ოზურგეთში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელთაც კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი პირადად წარუდგინა.
მისივე განმარტებით, ამ 20-წლიანი პერიოდის შემდეგ "ჩვენ მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას".
"მინდა გაგახსენოთ, ჩემს პირველივე განცხადებაში აღვნიშნე, რომ 2-დან 3 წლამდე დავრჩებოდი პოლიტიკაში და შემდეგ საზოგადოების აქტიური წევრი ვიქნებოდი. ეს 2-დან 3-წლამდე პერიოდი და ამ ვადაში გათვლილი ყველა დაპირება შევასრულე _ ევროპული ტიპის ხელისუფლებას გიტოვებთ და ახლა 20 წლის მოღვაწეობას ვიღებ _ 20 წლიანი პერიოდი მექნება და 20 წლის შემდეგ მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, პრემიერის თქმით, გადადის იქ, სადაც უფრო ბევრი სამუშაოა. "გადავდივარ იმიტომ, რომ ყველამ იგრძნოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, რათა გაიზარდოს პროფესიონალიზმი, რაც გვაკლია ყველა დარგში. გასული ორი კვირის განმავლობაში ორი შეხვედრა გავმართე – ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან. ის, რომ პრობლემები არსებობს, ამ შეხვედრებზეც გამოჩნდა. მე მათ ვახსენებდი მათ გამონათქვამებს და ვთხოვდი არგუმენტებს. მათ ეს არ მოეწონათ, რადგან ხშირად არგუმენტები არ ჰქონდათ. ესაა ის, რაც მოეთხოვება საზოგადოების ყველა წევრს -_ ყველას უნდა ჰქოდნეს პასუხისმგებლობის განცდა, ყველაფერს, რასაც ვამბობთ, უნდა ჰქონდეს არგუმენტი. ჩვენ აღარ ვიყიდით "არასწორ ჟურნალისტიკას", აღარ ვიყიდით ექსპეტის არასწორ გამონათქვამს. ასე რომ, მე სადაც მივდივარ, იქ ბევრი სამუშაოა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1180
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია