დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის შეფასებით, ლევან კორტავას საქმეზე სამართალდამრღვევ პირთა წრე შესაძლოა, უფრო ფართო იყოს
ავტორი:
2013/სექტემბერი/27 18:00:08
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 23 მაისს გარდაცვლილი მსჯავრდებულის ლევან კორტავას საქმეზე ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დასკვნის პროექტი მოამზადა.
დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი, რომელიც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, სხვადასხვა უწყებიდან მიღებული დოკუმენტაციის და ინფორმაციის საფუძველზე შემუშავდა.
კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, მან აღნიშნული ფაქტის შესწავლას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ დანაშაული ჩადენილია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როცა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დასახული იქნა ადამიანის, მათ შორის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა. ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ, საკითხის უკეთ გაცნობის და მსჯავრდებულის ცემისა და მიღებული დაზიანებების შედეგად მისი გარდაცვალების გარემოებების შესწავლის მიზნით, საჯელაღსრულების დეპარტამენტის #14 დაწესებულებაში ფაქტის თვითმხილველი მსჯავრდებულები პირადად მოინახულეს და მათ ადგილზე გაესაუბრნენ. ამასთან, კომიტეტმა შეისწავლა საოლქო პროკურატურიდან მიღებული ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ, ასევე დაზარალებული მხარის მოსაზრებები და პოზიცია.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მიიჩნევს, რომ სამართალდამრღვევ პირთა წრე, შესაძლოა, უფრო ფართო იყოს და გამოძიებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს, პასუხისგებაში მიცემული პირების გარდა, სხვა მოხელეთა ქმედებების უფრო საფუძვლიან შესწავლასა და შეფასებაზე.
როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, დასკვნის საბოლოო ვერსიის შესამუშავებლად, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო კომიტეტს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწოდებს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1160
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია