დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გამართა
ავტორი:
2018/აპრილი/12 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/janelidzeshexvedra.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/487740-mikheil-janelidzem-nato-s-tsevri-qveynebis-elchebthan-shekhvedra-gamartha.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გამართა ", "datePublished": "2018-04-12 14:45:11", "dateModified": "2018-04-12 14:45:11", "description": "საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ნატო-ს წევრი ქვე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/janelidzeshexvedra.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან სამუშაო სადილი გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრისას მინისტრმა ელჩებს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე და ამ კონტექსტში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.


სამუშაო სადილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ნატო-ს 2018 წლის ბრიუსელის სამიტისთვის მზადება. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მომავალი სამიტისთვის საქართველოს გეგმებსა და პრიორიტეტებზე.


შეხვედრისას ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებმა კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებისადმი და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს მიესალმნენ. ელჩები ასევე მიესალმნენ საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.


ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებმა მზადყოფნა გამოხატეს ნატო-ს ბრიუსელის სამიტის მზადების კონტექსტში საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის თაობაზე.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 604
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია