დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი კობახიძე აშშ-ში ვიზიტს იწყებს
ავტორი:
2018/ივნისი/26 10:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kobaxidze_4bb17.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/500345-irakli-kobakhidze-ashsh-shi-vizits-itsyebs.html", "headline": "ირაკლი კობახიძე აშშ-ში ვიზიტს იწყებს", "datePublished": "2018-06-26 06:07:06", "dateModified": "2018-06-26 06:07:06", "description": "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს იწყებს. როგორ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kobaxidze_4bb17.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ვიზიტი სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის (საქართველო-მოლდოვა-უკრაინა) ფარგლებში ხორციელდება.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან -ანდრიი პარუბისთან და ანდრიან კანდუსთან ერთად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა სპიკერ პოლ რაიანს და სამი ქვეყნის აშშ-ის კონგრესის საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მეგობართა ჯგუფების წევრებს შეხვდება.
ასევე, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან - ტედ პოსთან და ჯერი კონოლისთან, კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარეებთან - პიტერ როსკამთან და დევიდ პრაისთან, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე რონ ჯონსონთან და თანათავმჯდომარე კრის მერფისთან, სენატორ კორი გარდნერთან, ასევე, ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელთან.

ირაკლი კობახიძე, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ამერიკული საგარეო პოლიტიკის საბჭოსა(AFPC) და ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 441
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია