დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თბილისის მერია - 2007 წელს ბიუჯეტში პრივატიზაციიდან შემოსავალმა 124 მილიონი შეადგინა
ავტორი:
2014/თებერვალი/12 17:00:05
თბილისის მერიის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარემ და ,,ქართული ოცნების" უმრავლესობის წევრებმა, ამჯერად ეჭვი შეიტანეს თბილისის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულებაში, კერძოდ, პრივატიზაციის შედეგად მისაღებ შემოსავლებში. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"2007 წელს თბილისის ბიუჯეტის შემოსავლები პრივატიზაციიდან 124 მილიონ ლარს შეადგენდა, შესაბამისად 2014 წელს თბილისის ბიუჯეტის პროექტში 100 მილიონი ლარის გათვალისწინება არ იქნება უპრეცედენტო და მისი შესრულება სავსებით რეალისტურია.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარეს და უმრავლესობას ვთავაზობთ, რომ ალტერნატივის სახით დღეს სხდომაზე განხილული იქნას თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც ყველა მუხლი პროპორციულად იქნება შემცირებული 10 %-ით, გარდა აუცილებელი ხარჯებისა.
ბიუჯეტის პროექტის ამგვარი შემცირება, მოხსნის ყოველგვარ ეჭვს 2014 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულების რეალურობასთან დაკავშირებით",-აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1127
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია