დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მთავრობამ ნარკოკანონმდებლობის რეფორმაზე მუშაობა დაიწყო
ავტორი:
2014/აპრილი/23 16:30:02
მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, ნარკოკანონმდებლობის რეფორმაზე მუშაობა დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ეფექტური ანტინარკოტიკული მიდგომების შემუშავება საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია. მისივე განმარტებით, ინფექციურ დაავადებებზე მკურნალობის ხელმისაწვდომობის კუთხით, უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. კერძოდ, მთავრობამ შეიმუშავა ჩ ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში უნივერსალურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, ხოლო სამოქალაქო სექტორში ფასს 60%-ით ამცირებს.
"მთავრობის მიზანია, კიდევ უფრო გააფართოოს მკურნალობის, რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების პროგრამები და განაახლოს რეგულაციები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად", - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის კომისიის წევრებთან შეხვედრას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძეც დაესწრო.
"მივესალმებით და დადებითად ვაფასებთ საქართველოში ნარკოპოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს. ჩვენ ვისაუბრეთ პრემიერთან, რომ აღნიშნული რეფორმები ორიენტირებულია თითოეული მოქალაქისა და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობაზე. რეპრესიული მიდგომის შემთხვევაში კი ადამიანები შეშინდებიან და დაიმალებიან, რაც ეპიდემიის საფრთხეს შექმნის, როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში", - განაცხადა გაერო-ს საგანგებო წარმომადგენელმა მიშელ კაზაჩკინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საქართველოში ვიზიტით მყოფი ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის დელეგაციის შემადგენლობაში არიან შვეიცარიის ექსპრეზიდენტი რუთ დრეიფუსი, გლობალური ფონდის ყოფილი პრეზიდენტი და გაერო-ს საგანგებო წარმომადგენელი მიშელ კაზაჩკინი, სიეტლის პოლიციის ყოფილი დირექტორი ჯიმ კუგელი და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ერთ-ერთი დირექტორი დენიელ ვოლფი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1042
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია