დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გედევან ფოფხაძე - პრემიერის თხოვნა ანგარიშგასაწევია, დანარჩენი ერთმანეთში უნდა დავილაპარაკოთ
ავტორი:
2018/აპრილი/12 11:30:01
../photo/2015_02/0-1aOQT-2014/fofxadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/487615-gedevan-fofkhadze-premieris-thkhovna-angarishgasatsevia-danarcheni-erthmanethshi-unda-davilaparakoth.html", "headline": "გედევან ფოფხაძე - პრემიერის თხოვნა ანგარიშგასაწევია, დანარჩენი ერთმანეთში უნდა დავილაპარაკოთ", "datePublished": "2018-04-12 07:41:21", "dateModified": "2018-04-12 07:41:21", "description": "პრემიერის თხოვნა ჩემთვის ნამდვილად არ არის სულერთი და ძალიან ანგარიშგასაწევია, დანარჩენი ერთმანეთშ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1aOQT-2014/fofxadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრემიერის თხოვნა ჩემთვის ნამდვილად არ არის სულერთი და ძალიან ანგარიშგასაწევია, დანარჩენი ერთმანეთში უნდა დავილაპარაკოთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს საქართველოში დაბრუნებისას, აეროპორტში განუცხადა.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობას ერთმანეთთან კომუნიკაცია ჟურნალისტების მეშვეობით არ სჭირდება.

„ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობები გვაქვს და ერთი გუნდი ვართ. ამ გუნდიდან წასვლაც არ ნიშნავს, რომ ადამიანური ურთიერთობები დამთავრდება, რომელიც მართლაც ძალიან მყარია. შესაბამისად, ჩვენ შუამავლების საშუალებით საუბარი არ გვჭირდება, დავილაპარაკებთ. ყველა იმ საკითხს, რაც პრობლემურია, ამოვწურავთ და მერე მივიღებთ, ალბათ იმ გადაწყვეტილებას, რაც მისაღებია. მე ჩემსას და ალბათ, სხვა – თავისას. ჩემთვის პრემიერის თხოვნა ნამდვილად სულერთი არ არის და ძალიან ანგარიშგასაწევია. დანარჩენი ერთმანეთში უნდა დავილაპარაკოთ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 752
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია