დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილმა და ნილს მუიჟნიეკსმა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით საქართველოში შექმნილი ვითარება განიხილეს
ავტორი:
2014/იანვარი/24 19:00:03
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ ნილს მუიჟნიეკსს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ქვეყნის პირველმა პირმა ადამიანის უფლებათა კომისართან ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით საქართველოში შექმნილი ვითარება განიხილა. საუბარი ასევე შეეხო ეროვნული უმცირესობების საკითხებს, მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობას, სასამართლოს რეფორმას და ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრისპირა სოფლებში არსებულ სიტუაციას ადამიანთა უფლებების დაცვის მხრივ.
ქართული მხრიდან შეხვედრას პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ივანე მაჭავარიანი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში კონსტანტინე კორკელია ესწრებოდნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1097
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია