დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისში დღეს ფოტოგამოფენა ”აზერბაიჯანის ფოტოგრაფიის დღეები საქართველოში” გაიხსნება
ავტორი:
2017/ნოემბერი/26 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/azerbaijanelifotografis.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/465015-thbilisshi-dghes-fotogamofena-azerbaijanis-fotografiis-dgheebi-saqarthveloshi-gaikhsneba.html", "headline": "თბილისში დღეს ფოტოგამოფენა ”აზერბაიჯანის ფოტოგრაფიის დღეები საქართველოში” გაიხსნება", "datePublished": "2017-11-26 07:16:13", "dateModified": "2017-11-26 07:16:13", "description": "პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დღეს საერთაშორისო ფოტოგამოფენა ”აზერბაიჯანის ფო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/azerbaijanelifotografis.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დღეს საერთაშორისო ფოტოგამოფენა ”აზერბაიჯანის ფოტოგრაფიის დღეები საქართველოში” საზეიმოდ გაიხსნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება აზერბაიჯანელი და ქართველი ფოტოგრაფების ფოტონამუშევრები. მათ შორის, ქართველ ფოტოგრაფთა ექსპოზიციის ნაწილი დაეთმობა თემას ”ქართველი ფოტოგრაფების თვალით დანახული აზერბაიჯანი”.

ფოტოგამოფენა საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება. ასოციაციის წევრი ფოტოგრაფები სპეციალურად ამ გამოფენისთვის იმყოფებოდნენ ფოტოტურზე ბაქოსა და შეკიში. მიმდინარე წლის მაისში ბაქოში გაიმართა ანალოგიური ფოტოგამოფენა ”ქართული ფოტოგრაფიის დღეები აზერბაიჯანში”, რომელიც ამ ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეებს მიეძღვნა.

ფოტოგამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრთა ფოტონამუშევრები სხვადასხვა ჟანრში.

ფოტოგამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან აზერბაიჯანის ფოტოგრაფთა გაერთიანების დელეგაცია, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 634
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია