დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - საყდრისის ოქროს საბადოს ბარბაროსული აფეთქება ძალიან მძიმე დარტყმაა ქართულ კულტურაზე
ავტორი:
2014/დეკემბერი/13 21:00:02
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საყდრისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს, საყდრისის ოქროს საბადოს, უძველესი ქართული კულტურული, ოქროს საწმისის ეპოქის ფასდაუდებელი მატერიალური ძეგლის ბარბაროსული აფეთქება ძალიან მძიმე დარტყმაა ქართულ კულტურასა და ასევე მსოფლიო მემკვიდრეობაზე.
"რუსი მფლობელების მოთხოვნას და ვინმე უჩას, ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის სიხარბეს შეეწირა ჩვენი ისტორიული სიმდიდრე, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში, ქვეყნისთვის სიმდიდრე და სახელი უნდა მოეტანა, მოეზიდა ტურისტები.
ის რაც შევარდნაძის დროს მამალაძემაც კი, ვერ გაბედა და ჩემი პრეზიდენტობის დროს კი, რა თქმა უნდა, საერთოდ წარმოუდგენელი იყო, ერთი ოლიგარქის ახირებამ და მისი ნათესავების მატერიალურმა დაინტერესებამ შეიწირა. თალიბების მიერ კლდეში გამოკვეთილი ბუდების აფეთქების შემდეგ ვერ ვიხსენებ ამ დონის ვანდალიზმს მსოფლიოში. ეს არის პირდაპირი შედეგი კორუფციის, უპასუხისმგებლობისა და უმეცრების, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს ყველა მიმართულებით.
მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეს ეხება, ახლა მაინც, შეაჩერებინონ უკანონო სამუშაოები, რათა ის მაინც გადავარჩინოთ, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
კომპანია "არემჯიმ" დღეს საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა.
კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე "არემჯიმ" განაახლა სამთო-მოპოვებითი სამუშაოები საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1017
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია