დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი ბოგდან ბორუსევიჩს შეხვდა
ავტორი:
2014/ივლისი/10 12:00:02
საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის სენატის მარშალს ბოგდან ბორუსევიჩს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს , მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს.
პოლონურმა მხარემ საქართველოს პრეზიდენტს მიულოცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და აღინიშნა, რომ მისი რატიფიცირება მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდება. ბოგდან ბორუსევიჩმა აღნიშნა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. მისი თქმით, პოლონეთი იქნება საქართველოს აქტიური მხარდამჭერი ნატო-ს სამიტზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში სექტემბერში გაიმართება.
მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთის საპარლამენტო ჯგუფების თანამშრომლობის გაღრმავებაზეც იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო თვითმმართველობის არჩევნებს და რეგიონალურ საკითხებს. მათი განცხადებით, თვითმმართველობის რეფორმას ქვეყნისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.
შეხვედრისას, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და პოლონეთის განსაკუთრებული ურთიერთობა და ყურადღება მისი გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი მარგველაშვილმა პოლონურ მხარეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1010
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია