დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - საპრეზიდენტოდან საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში, გვექნება დაახლოებით, ორი წელი, რათა პარტიის შემდგომ განვითარებაზე ვიზრუნოთ
ავტორი:
2018/აპრილი/23 17:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kobaxidze_9bbdd.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489498-irakli-kobakhidze-saprezidentodan-saparlamento-archevnebamde-periodshi-gveqneba-daakhloebith-ori-tseli-ratha-partiis-shemdgom-ganvitharebaze-vizrunoth.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - საპრეზიდენტოდან საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში, გვექნება დაახლოებით, ორი წელი,...", "datePublished": "2018-04-23 12:58:35", "dateModified": "2018-04-23 12:58:35", "description": "მთლიანობაში, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი რეფორმების შედეგი იყო ის წარმატება, რომელსაც მივაღწ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kobaxidze_9bbdd.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მთლიანობაში, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი რეფორმების შედეგი იყო ის წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ 2016 წლის არჩევნებში და ეს ყველაფერი მოვახერხეთ ჩვენი ძალისხმევისა და რაც მთავარია, ჩვენი მოსახლეობის ძალიან ფართო მხარდაჭერის შედეგად, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოზურგეთში, რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2 წლის წინ გაცემული დაპირებები, რომლებიც პარტიის განვითარებას უკავშირდებოდა, პირნათლად შესრულებულია. მისი თქმით, პარტიის ცენტრალური და რეგიონული სამსახურების გაძლიერებამ 2016 წელს საარჩევნო წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

„ჩვენ გვქონდა ორი წლის წინ თქვენთან შეხვედრის საშუალება იმავე ფორმატში, კონფერენციის ფორმატში. მაშინ დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა გეგმები გვქონდა ჩვენ პარტიის გაძლიერების მიმართულებით და კონკრეტულად რა გეგმები გვქონდა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. დღეს ორი წლის თავზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მიზნები სათანადოდაა შესრულებული და ყველა პირობა პირნათლადაა შესრულებული. ჩვენ მაშინ ვსაუბრობდით იმაზე, რომ საჭირო იყო პარტიის გაძლიერება, განსაკუთრებით, მისი ცენტრალური რგოლის გაძლიერება და ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ. გაძლიერდა პარტიის სამსახურები, პარტიის ცენტრალური სამსახურები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონული სამსახურის განვითარებაზე და ამან თავისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პარტიის საარჩევნო წარმატებაში 2016 წელს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პრიორიტეტი იყო პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება და ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი წინსვლაა.

„გუნდის განახლება ასევე იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ჩვენ შეგვაძლებინა საპარლამენტო არჩევნებში ძალიან დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება. ჩვენ ასევე უნდა გავიხსენოთ, რომ დამოუკიდებლად მივიღეთ პირველად არჩევნებში მონაწილეობა კოალიციის გარეშე და ესეც იყო რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც გახდა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ჩვენი საარჩევნო წარმატებისათვის. მთლიანობაში, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი რეფორმების შედეგი იყო ის წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ 2016 წლის არჩევნებში და ეს ყველაფერი მოვახერხეთ ჩვენი ძალისხმევის შედეგად და რაც მთავარია, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის, ხალხის ძალიან ფართო მხარდაჭერის შედეგად. ასევე, გვქონდა წარმატებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელმაც მოგვცა იმის საშუალება, რომ განახლებული ენერგიით ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ ეს იყო ის დაპირებები, რომლებიც ჩვენ გავეცით 2 წლის წინ და 2 წლის თავზე ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დაპირებები პირნათლად შევასრულეთ”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია მმართველი გუნდის კანდიდატის წარმატებაში საპრეზიდენტო არჩევნებშიც.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ 2 წლიან პერიოდს პარტია კიდევ უფრო განვითარებისთვის გამოიყენებს.

„ჩვენ წინ გველის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები - საპრეზიდენტო არჩვენები და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ერთად დგომით ამ არჩევნებშიც გვექნება ძალიან დიდი წარმატება და ჩვენი ღირსეული კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს მომდევნო საპრეზიდენტო არჩვენებში. ჩვენ ამაზე არ უნდა შევჩერდეთ. გვჭირდება, რა თქმა უნდა, პარტიის შემდგომი განვითარება, გაძლიერება და ამას დაეთმობა შემდგომი ორი წელიწადი. საპრეზიდენტო არჩევნებიდან საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში ჩვენ გვექნება დაახლოებით, ორი წელიწადი იმისთვის, რომ ვიზრუნოთ პარტიის შემდგომ განვითარებაზე და „ქართული ოცნება“ საბოლოოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არა მარტო საარჩევნო პერიოდში აქტიურობს, არამედ არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც ყოველდღიურ რეჟიმშია ჩართული პოლიტიკური პროცესების დაგეგმვასა და მართვაში. თქვენთან ერთად ეს მიზანიც აუცილებლად იქნება მიღწეული”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა დამსწრეებს თანადგომისა და ქვეყნისა და პარტიის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„არის უამრავი სირთულე, უამრავი პრობლემა ქვეყნის წინაშე, მოსახლეობის წინაშე და რა თქმა უნდა, საჭიროა, თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა იმისთვის, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენთვის, ბუნებრივია, არის სიღარიბე. სამწუხაროდ, საქართველოში, მათ შორის, გურიის მხარეში ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს არის უმთავრესი გამოწვევა ჩვენთვის და რამდენიმე წელი დაგვჭირდება მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებშიც იმისთვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მომდევნო წლებისთვის და ამისთვის, ბუნებრივია, ძალიან ბევრი რამ გაკეთდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუდმივად ვიზრუნოთ ჩვენი სოციალური დახმარების უზრუნველყოფის სისტემების გაუმჯობესებაზე და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები იქნას მიღწეული. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა საგარეო პოლიტიკის კუთხით. ჩვენი მიზნები ჯერაც არის მისაღწევი და ჩვენი ყოველდღიური შრომის და ერთად დგომის შედეგად დარწმუნებული ვართ, ამ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი პარტიის გაძლიერებას სჭირდება ყოველდღიური შრომა, ჩვენი წვლილის შეტანა, ჩვენი ერთად დგომა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომის პირობებში ეს მიზნები აუცილებლად იქნება მიღწეული”, - მიმართა ირაკლი კობახიძემ დამსწრე საზოგადოებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, დღესვე რეგიონულ კონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე აირჩიეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 523
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია