დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ჭიჭინაძე - თუკი ვინმეს ჰგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ ერთი წელი იქნება და „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკის უფლება ექნება, ძალიან ცდება
ავტორი:
2018/აპრილი/10 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/chichinadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/487315-davith-tcitcinadze-thuki-vinmes-hgonia-rom-qarthul-ocnebashi-erthi-tseli-iqneba-da-qarthuli-ocnebis-sakhelith-laparakis-ufleba-eqneba-dzalian-cdeba.html", "headline": "დავით ჭიჭინაძე - თუკი ვინმეს ჰგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ ერთი წელი იქნება და „ქართული ოცნების“ სახ...", "datePublished": "2018-04-10 10:25:13", "dateModified": "2018-04-10 10:25:13", "description": "თუკი ვინმეს ჰგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ ერთი წელი იქნება და „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკის უფ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/chichinadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თუკი ვინმეს ჰგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ ერთი წელი იქნება და „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკის უფლება ექნება, ძალიან ცდება, - გარანტიას გაძლევთ, ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა და ეს პასუხი იქნება საკმაოდ ხისტი და საკმაოდ მძაფრი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დასმა და შესაბამისი პროცესის ინიცირება, ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ ცხოვრება ძალიან დინამიურია და გამორიცხული არაფერია.

„დეპუტატებს გვაქვს უფლება ვთქვათ, ის რაც არ მოგვწონს. არ არის სწორი თვლა აქ არის 3-4 თუ 5-6 და მეტი დეპუტატი. ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც უმრავლესობის წევრებს არ ყოფს და არ აკეთებს ფრაგმენტაციას. პირიქით, ის გუნდს ერთიანობისაკენ მოუწოდებს. არის აზრთა სხვადასხვაობა, მეც გამაჩნია ჩემი შეხედულება ბევრი ჩემი კოლეგის მიმართ. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ერთი წელი „ქართულ ოცნებაში“ იქნება და მას უფლება ექნება „ქართული ოცნების“ სახელით ილაპარაკოს, ძალიან ცდება. ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა და ეს პასუხი იქნება საკმაოდ ხისტი და საკმაოდ მძაფრი, ამის გარანტიას გაძლევთ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 765
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია