დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - თბილისის მერობის კანდიდატურის დასახელებაზე წინ თვითმმართველობების რეფორმის საკითხი დგას
ავტორი:
2013/ოქტომბერი/25 20:30:02
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის მომავალი მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადება მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებიდან და პოზიციიდან გამომდინარეობს.
როგორც უსუფაშვილმა რადიო "პალიტრის" ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრის განცხადება იმგვარად არ უნდა იყოს გეგებული, რომ კოალიცია მერის კანდიდატურას ხვალ-ზეგ გამოავლენს. უსუფაშვილის თქმით, ამ მიმართულებით მმართველი გუნდის დღის წესრიგში პირველ ადგილზე თვითმმართველობებში დაგეგმილი რეფორმა და შესაბამისი კანონის მიღება დგას.
"რაც ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილმა თქვა, არის მისი პირადი მოსაზრება, პირადი განცხადება. ახლა კოალიცია ამ თემაზე არ მსჯელობს და ვერც იმსჯელებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ თვითმმართველობის სისტემაზე გვაქვს გადაწყვეტილებები მისაღები. იმედი მაქვს, მთავრობა უახლოეს სხდომაზე, დატვირთული პოლიტიკური დღეების მიუხედავად, თვითმმართველობის კოდექსს განიხილავს. პირველ რიგში ის უნდა განისაზღვროს, ვის სად ვირჩევთ, როგორ და რა წესით ვირჩევთ. მერე გადავალთ პერსონალიებზე. ამასობაში ბიძინა ივანიშვილს ვერც ხვალ და ვერც ზეგ ვერ ავუკრძალავთ, ამა თუ იმ საკითხებზე თავისი მოსაზრებები ჰქონდეს", - განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ თავის დროზე მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით კოალიცია ბიძინა ივანიშვილის პოზიციას "ყურადღებით მოისმენს, ხოლო გადაწყვეტილებას მიიღებს იმ წესითა და ფორმით, რაც კოალიციაში არის და იქნება".
მერის თემაზე საუბრისას დავით უსუფაშვილმა განაცხადა ისიც, რომ კოალიციის სურვილია, არჩევითი იყოს არა მხოლოდ თბილისის მერის პოსტი, არამედ მერებისა და გამგებლების არჩევნები ყველა ქალაქსა და რაიონში ჩატარდეს.
ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის დროში" საუბრისას განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებამდე ის თბილისის მერობის სასურველ კანდიდატურასაც დაასახელებს. "წასვლამდე შემიძლია დავასახელო ქალაქის მერობის კანდიდატურაც, ჩემი არჩევანი და შეიძლება მანამდე საბჭოზეც მოვახერხო შეთანხმება. მე მაქვს ჩემი წარმოდგენა და აქაც ძალიან ღირსეული კანდიდატი მყავს შერჩეული. ამაზე თავში წარმოდგენა უკვე მაქვს, თუმცა არც იმ კანდიდატმა და არც გუნდმა ეს არ იცის", - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე შეფასებით, ქალაქის მერი მეურნე, საქმის მკეთებელი და კარგი მენეჯერი უნდა იყოს. "ასეთი მერი უნდა ჰყავდეს ქალაქს და არა ისეთები, პოლიტიკოსობას რომ იჩემებენ და ერთმანეთის ჯაჯგურში არიან", - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1046
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია