დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"თავისუფალი საქართველო" "ხუდონჰესთან" დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას მხარს უჭერს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/15 18:00:06
"თავისუფალი საქართველო" "ხუდონჰესთან" დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას მხარს უჭერს. დღეს, კინოს სახლში "ხუდონჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა. ღონისძიება სვანეთის მოსახლეობის წარმომადგენლების, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა გაერთიანების, დარგის სპეციალისტების, ასევე ეკოლოგიის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით მოეწყო. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარემ კახა კუკავამ.
"თავისუფალი საქართველო" მხარს უჭერს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს და მიიჩნევს, რომ მათი ინტერესები ჰესის მშენებლობისას მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული.
პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს პროექტი მანამ, სანამ არ მოხდება საზოგადოებასთან აზრის შეჯერება და ადგილობრივი მოსახლეობა არ მიიღებს მყარ გარანტიებს, რომ მათი მოთხოვნები "ხუდონჰესის" მშენებლობის პროცესში იქნება დაკმაყოფილებული.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1256
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია