დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შვიდი არასაპარლამენტო პარტია დღეს "განვითარების ინტერპარტიული რეგიონული ინსტიტუტის" პრეზენტაციას გამართავს
ავტორი:
2014/მარტი/29 10:30:02
შვიდი არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანება დღეს მათ მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა "განვითარების ინტერპარტიული რეგიონული ინსტიტუტის" პრეზენტაციას გამართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შესაბამისი პარტიებიდან აცნობეს, ორგანიზაცია მიზნად ისახავს ძალისხმევის გაერთიანებას პოლიტიკური პარტიებისთვის ახალი შესაძლებლობის შექმნის მიზნით.
მათი აზრით, საზოგადოებრივი ორგანიზაცია "განვითარების ინტერპარტიული რეგიონული ინსტიტუტი" ხელს შეუწყობს ქვეყნის პოლიტიკური და საარჩევნო სისტემების განვითარებასა და ორგანიზაციაში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების განვითარებას.
ორგანიზაციის უახლოეს გეგმებში შედის 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ინტერპარტიული სადამკვირვებლო მისიის ჩამოყალიბება და ხმების პარალელური დათვლა.
"განვითარების ინტერპარტიული რეგიონული ინსტიტუტის" დამფუძნებელი ორგანიზაციები არიან: "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია"; "საქართველოს ევროპელი დემოკრატები"; "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"; "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის"; "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება"; "მერაბ კოსტავას საზოგადოება"; "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის" საინიციატივო ჯგუფი.
ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარეა ზურაბ ხარატიშვილი. ღონისძიებას ორგანიზაციის დამფუძნებელი პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერები დაესწრებიან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1135
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია