დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი 62,11%-ით ლიდერობს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/28 20:30:04
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 3 741 უბნიდან, ამ დროისთვის უბნების 99, 68% უკვე დათვლილია .
როგორც 20:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ეკა აზარაშვილმა განაცხადა, შედეგების მიხედვით, 62,11%-ით კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს.
"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, დავით ბაქრაძე ამომრჩეველთა 21, 73%-ის მხარდაჭერა მიიღო, "დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატ ნინო ბურჯანაძეს ხმა 10,18%-მა მისცა; "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერ შალვა ნათელაშვილს - 2,88%; "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს, გიორგი თარგამაძეს - 1,06%.
დანარჩენი კანდიდატების მაჩვენებელი 1%-ს არ აღემატება.
როგორც ეკა აზარაშვილმა აღნიშნა, ცესკო-ს არჩევნების შედეგების შეჯამების ბოლო ვადა 16 ნოემბერს ეწურება. "ყველა შესაბამის ინსტანციაში საჩივრების განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ შევძლებთ საბოლოო შედეგების გამოცხადებას და ვიმედოვნებთ, ეს უფრო ადრე, ანუ 16 ნოემბრამდე მოხდება",-განაცხადა აზარაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1129
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია