დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ტყემალაძე საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა
ავტორი:
2018/თებერვალი/28 19:00:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/tkemaladze-giorgi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/480726-giorgi-tyemaladze-saqarthveloshi-ukrainis-elchs-shekhvda.html", "headline": "გიორგი ტყემალაძე საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა", "datePublished": "2018-02-28 15:12:20", "dateModified": "2018-02-28 15:12:20", "description": "თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოში უკრაინის ელჩთან იგორ დოლგოვთან გაცნო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/tkemaladze-giorgi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოში უკრაინის ელჩთან იგორ დოლგოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს, შეხვედრას, რომელიც უკრაინის ელჩის ინიციატივით შედგა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე ესწრებოდნენ.

გიორგი ტყემალაძის განცხადებით, უკრაინულ მხარესთან საინტერესო პროექტებია დაგეგმილი.

„უკრაინულ მხარესთან არაერთი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ. საინტერესოა, რომ უკრაინული დიასპორის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ქართული ენის სწავლა დაიწყო, რაც მისასალმებელია,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
უკრაინის ელჩმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ქართულ-უკრაინული ურთიერთობის ფართო სპექტრი განიხილეს. ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 100 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით. უკრაინის ელჩმა თბილისის საკრებულოს ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების ვარდების ბაღში გამართვასთან დაკავშირებით მხარდაჭერა სთხოვა.

შეხვედრაზე, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში კიევის ქუჩაზე „უკრაინული გაზაფხულის“ ჩატარების შესახებაც ისაუბრეს. აღნიშნული ღონისძიება 2 წლის წინ თბილისში უკვე გაიმართა. უკრაინის საელჩოს, საკრებულოში არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს და ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის მხარდაჭერით, ფესტივალი წელს აპრილშია დაგეგმილი.

უკრაინის ელჩი საქართველოში ინვესტიციების კუთხით არსებული მდგომარეობითაც დაინტერესდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში გატარებული ეკონომიკური რეფორმების შესახებ და საინვესტიციო პოლიტიკაზე მიაწოდა ინფორმაცია. როგორც იგორ დოლგოვმა განაცხადა, ამ მხრივ უკრაინისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, უკრაინაში პრივატიზების პროცესი ახლა მიმდინარეობს, რაც ქართველ ინვესტორებს დააინტერესებთ.
შეხვედრის დასასრულ გიორგი ტყემალაძემ უკრაინის ელჩს და მის მოადგილეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 692
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია