დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტის კომიტეტებში საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და აჭარის კონსტიტუციურ კანონს განიხილავენ
ავტორი:
2018/აპრილი/03 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/gabaidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/486525-parlamentis-komitetebshi-saqarthvelos-organuli-kanonis-proeqtsa-da-atcaris-konstituciur-kanons-ganikhilaven.html", "headline": "პარლამენტის კომიტეტებში საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და აჭარის კონსტიტუციურ კანონს განიხილა...", "datePublished": "2018-04-03 13:19:42", "dateModified": "2018-04-03 13:19:42", "description": "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და საკონსტიტუციო, იურიდიუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/gabaidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ საქართველოს პარლამენტში საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარადგინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს თბილისში, საქართველოს პარლამენტის ოთხი კომიტეტის სხდომას დაესწრნენ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტების სხდომაზე დავით გაბაიძემ და ნინო ჩხეტიამ პარლამენტის წევრთა შეკითხვებს უპასუხეს და ცალკეულ საკითხებზე მათი მოსაზრებები მოისმინეს.

გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, საკითხების პარლამენტის სხდომაზე გატანას ოთხივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, საკომიტეტო განხილვები, სავარაუდოდ, 17 აპრილისთვის დასრულდება და პარლამენტის სხდომაზე 20 აპრილამდე განიხილება.

ხვალ, 4 აპრილს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და დარგობრივი კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და აჭარის კონსტიტუციურ კანონს ქუთაისში, პარლამენტის ჯანრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების სხდომებზე წარადგენენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 668
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია