დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ მთავრობაში ცვლილებები კვლავ მოხდეს
ავტორი:
2014/ივლისი/24 12:00:02
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ მთავრობაში ცვლილებები კვლავ განხორციელდეს. მისი თქმით, პარლამენტი ამასთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილებას მხარს აუცილებლად დაუჭერს.
,,არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ცვლილებები მთავრობაში ისევ გაგრძელდეს, იმიტომ, რომ ეს პრემიერის კომპეტენციაა. ის იღებს გადაწყვეტილებას და ეს საჭიროა მთავრობის უკეთ მუშაობისთვის. ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მთავრობას, პრემიერს, იმისთვის, რომ იმუშაოს კიდევ უფრო უკეთესად, რადგან ძალიან ბევრი გვაქვს ჩვენი ხალხისთვის გასაკეთებელი", -განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბარში.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შენიშვნები მთავრობაში დარჩენილ რამდენიმე მინისტრთან მიმართებაშიც აქვს, - ამის შესახებ პრემიერმა "ტელეიმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა და ამ კონტექსტში მორიგი საკადრო ცვლილება არ გამორიცხა.
"მე დაკვირვების რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას ყველა მინისტრის და მათ შორის იმ მინისტრების მიმართ, რომლებთან დაკავშირებითაც ჯერ კიდევ მაქვს გარკვეული შენიშვნები. მორიგ ცვლილებას არ გამოვრიცხავ, მაგრამ მინდა მათ კიდევ ერთი შანსი მივცე, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ და გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. ჯერ არაფერს ვგეგმავ. შეიძლება ცვლილება საერთოდაც არ მოხდეს. ეს მათზეა დამოკიდებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1040
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია