დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პაატა ზაქარეიშვილი ქვემო ქართლში შეხვედრას გამართავს
ავტორი:
2014/სექტემბერი/29 19:30:02
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ხვალ, დმანისში შეხვედრას გამართავს.
პაატა ზაქარეიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგნელებს და სტუდენტებს შეხვდება.
შეხვედრაზე გაიმართება "შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2009-2014 წლების სამოქმედო გეგმის შეფასების დოკუმენტის პრეზენტაცია. შედგება რეკომენდაციებისა და დასკვნების შესახებ აზრთა გაცვლა-გამოცვლა.
შეხვედრის ფარგლებში სიტყვით გამოვლენ, ასევე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სავალან მირზოევი და შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრები. შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია.
შეხვედრა დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში 16:00 საათზე დაიწყება.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1033
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია