დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დეპუტატები ხმის მიცემის ღილაკს ასანთის ღერით ჭედავენ და ხმას ასე აძლევენ
ავტორი:
2013/დეკემბერი/30 17:30:02
პარლამენტის ზოგიერთმა წევრმა, კენჭისყრების დროს სხდომათა დარბაზში არყოფნისას, ხმის მიცემის ახალი მეთოდი მოიფიქრა - დეპუტატები ხმის მიცემის ღილაკს ასანთის ღერით ჭედავენ.
ამ ფორმით ხმის მიცემის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის დღევანდელ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანია "სონის", რომელიც თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის დარბაზების ტექნიკურ აღჭურვას ახორციელებს, დაევალა უზრუნველყოს, რომ ხმის მიცემა ასანთის ღერით ღილაკის ჩაჭედვით გამოირიცხოს.
"დილით შეხვედრა მქონდა იმ ხალხთან, რომლებიც ქუთაისიდან თბილისში გადმოსვალასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ - ვინც რუსთაველზე მდებარე შენობის რემონტს ახორციელებს. ახლა რა თემას ვიხილავდით დილით ტექნიკოსებთან ერთად: დარბაზების ტექნიკურ აღჭურვას, მათ შორის ხმის მიცემის აპარატურის მოწყობას, კომპანია "სონი" ახორციელებს. ორი კვირაა, კომპანია მუშაობს ჩემს მიერ დასმული ამოცანის გადაწყვეტაზე და დღეს მითხრეს, რომ ეს ამბავი მოახერხეს. ამოცანა მდგომარეობს შემდეგში - როგორ შეიძლება ხმის მიცემი ღილაკი მუშაობდეს ისე, რომ მისი ასანთის ღერით ჩაჭედვა იყოს გამორიცხული, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის წევრი, რომელიც თავის ადგილზე არ ზის, ხმას მაინც აძლევს, თუ ხმის მიღების ღილაკი ჩაჭედილია ასანთის ღერით. მინდა გითხრათ, რომ კომპანია "სონიმ" ორი კვირის თავზე მამცნო - პრობლემიდან გამოსავალი მოძებნეს" - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, რომელი დეპუტატები მიმართავენ ხმის მიცემის ამ ფორმას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1199
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია