დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რატი იონათამიშვილი ევროპის საბჭოს წარმომადგენელს შეხვდა
ავტორი:
2017/ნოემბერი/08 19:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/ionatamishvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/461912-rati-ionathamishvili-evropis-sabtcos-tsarmomadgenels-shekhvda.html", "headline": "რატი იონათამიშვილი ევროპის საბჭოს წარმომადგენელს შეხვდა", "datePublished": "2017-11-08 14:41:40", "dateModified": "2017-11-08 14:41:40", "description": "ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/ionatamishvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ევროპის საბჭოს წარმომადგენელს, ბავშვთა უფლებების განყოფილების პროექტების ოფისის ხელმძღვანელს ჰონკო მირკას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდანა ცნობეს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, საქართველოში არსებული უფლებრივი მდგომარეობა და ამ კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ღონისძიებების გატარებაზე, რომლის განხორციელებაც ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას, პრევენციას და უფლებების ეფექტურ დაცვას შეუწყობს ხელს.

რატი იონათამიშვილმა სტუმრებს ის ინიციატივები და კანონპროექტები გააცნო, რომელზეც ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ბავშვთა უფლებების დაცვის კიდევ უფრო მაღალი გარანტიების უზრუნველსაყოფად მუშაობს.

ევროსაბჭოს წარმომადგენელმა მზადყოფნა გამოთქვა, კომიტეტს ევროსაბჭოს ქვეყნების წარმატებული მაგალითები და ახალი ინიციატივების შემუშავების პროცესში არსებული გამოცდილება გაუზიაროს. ასევე, მხარი დაუჭიროს ქართულ მხარეს კონსულტაციების გაწევისა და რეკომენდაციების შემუშავების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 633
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია