დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კოჟორიძე - კითხვა, თუ რა შუაშია პოლიტპატიმრები ”გირგვლიანის შესწორებებთან“ იგივეა, ვიკითხოთ, რა შუაშია თავად გირგვლიანი ამ შესწორებებთან
ავტორი:
2018/აპრილი/02 17:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kojoridze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/486329-kakha-kozhoridze-kithkhva-thu-ra-shuashia-politpatimrebi-girgvlianis-shestsorebebthan-igivea-vikithkhoth-ra-shuashia-thavad-girgvliani-am-shestsorebebthan.html", "headline": "კახა კოჟორიძე - კითხვა, თუ რა შუაშია პოლიტპატიმრები ”გირგვლიანის შესწორებებთან“ იგივეა, ვიკითხოთ, რა...", "datePublished": "2018-04-02 12:49:59", "dateModified": "2018-04-02 12:49:59", "description": "კითხვა, თუ რა შუაშია პოლიტპატიმრები ”გირგვლიანის შესწორებებთან“ იგივეა, ვიკითხოთ, რა შუაშია თავად გ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kojoridze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } კითხვა, თუ რა შუაშია პოლიტპატიმრები ”გირგვლიანის შესწორებებთან“ იგივეა, ვიკითხოთ, რა შუაშია თავად გირგვლიანი ამ შესწორებებთან, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებას პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, ეს პროექტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს არა მხოლოდ პოლიტპატიმარ ადვოკატებს, არამედ პოლიტპატიმრებს ზოგადად.

”გირგვლიანის საქმე და პოლიტპატიმრების საქმეც იყო იმ სისტემური უსამართლობის ნაწილი, რასაც ვებრძოდით. დღეს ”გირგვლიანის შესწორებები” ხომ იმიტომ გვინდა, რომ მომავალში თავი დავიზღვიოთ ანალოგიური დანაშაულის გამეორებისგან. მე ვსვამ კითხვას, რანაირად უნდა დავიზღვიოთ მომავალში თავი ასეთი სისტემური დანაშაულისაგან, თუ ამ სისტემური დანაშაულის მსხვერპლებს, ერთი მხრივ, არ დავეხმარეთ და მეორე მხრივ, არ გამოვკვეთეთ ამ სისტემური დანაშაულის ჩამდენი პირები?! სწორედ ამ იდეას ისახავს მიზნად ეს პროექტი. კითხვის დასმა, რომ რა შუაშია პოლიტპატიმრები ”გირგვლიანის შესწორებებთან”, იგივეა, რომ დავსვათ მაგალითად ასეთი კითხვა: რა შუაშია გირგვლიანი თავად „გირგვლიანის შესწორებებთან?’“, - განაცხადა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის მიზანი იმ ღონისძიებების მხარდაჭერაა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატებისთვის და 05.12.2012 წლის #76-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ, ან დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულების საქმეების შესწავლასა და სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე, მარეაბილიტირებელი გარემოებების დადგენას, რაც შესაძლებლობას მისცემს პირს, აღიდგინოს სამართლიანი სასამართლოს დარღვეული უფლება.

აღნიშნულს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და განაცხადა, რომ „მემორანდუმთან, რომელიც შეეხება 2005-12 წლებში რეპრესირებული ადვოკატების საქმეების გადახედვას, “გირგვლიანის შესწორებები” არაფერ შუაშია.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 540
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია