დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, დავით ნარმანია წარმატებული მერი იქნება
ავტორი:
2014/აპრილი/14 12:00:04
დავით ნარმანიასთვის თბილისის მერობა ახალი გამოწვევაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, აქაც წარმატებული იქნება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა , კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ის დავით ნარმანიას მინისტრობას დადებითად აფასებს, რადგან ყველა ამოცანა, რომელიც საზოგადოებამ და მთავრობამ დააკისრა, როგორც მინისტრმა, ღირსეულად შეასრულა.
"დათო არის ის ადამიანი, რომელმაც წარმატებულად შეუსაბამა ერთმანეთს კარგი აკადემიური განათლება და პრაქტიკული საქმიანობა. დავით ნარმანიამ საქართველოს დაუმტკიცა, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვანი და დიდი პროექტების განხორციელება. თბილისის მერობას რაც შეეხება, ეს მისთვის ახალი გამოწვევაა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, აქაც წარმატებული იქნება. მე მინდა, მას ვუსურვო გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, დათოს გამარჯვება გარდაუვალია", - განაცხადა კახა კალაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1093
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია