დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თეა წულუკიანი - მთავარი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძე მუშაობას სავარაუდოდ მომავალი კვირიდან შეუდგება
ავტორი:
2013/ნოემბერი/14 12:30:03
საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძე მუშაობას, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან შეუდგება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
მისივე განმარტებით, სწორედ ამის შემდეგ, ახალი მთავარი პროკურორი თავად დააკომპლექტებს საკუთარი მოადგილეებისა და სხვა კადრებისგან შემდგარ გუნდს.
წულუკიანის თქმით, ჯერჯერობით მთავარ პროკურატურაში ყველა ძველი კადრი მუშაობას განაგრძობს.
"სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან ოთარ ფარცხალაძე უკვე იქნება საქართველოს მთავარი პროკურორი და შემდეგ, იმის მიხედვით თუ როგორ აქვს დაგეგმილი საკუთარი მუშაობის ეფექტიანობა, თავად დააკომპლექტებს საკუთარი მოადგილეების და სხვა კადრებისგან შემდგარ გუნდს და კანონით მას ამის სრული უფლება აქვს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1208
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია