დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჰიზერ ნაუერტი - საქართველომაც გააძევა ერთი რუსი შპიონი
ავტორი:
2018/მარტი/30 00:30:03
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/nauerti.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/485770-hizer-nauerti-saqarthvelomac-gaadzeva-erthi-rusi-shpioni.html", "headline": "ჰიზერ ნაუერტი - საქართველომაც გააძევა ერთი რუსი შპიონი", "datePublished": "2018-03-29 20:24:19", "dateModified": "2018-03-29 20:24:19", "description": "ჩვენ თანმიმდევრულად ვაკრიტიკებდით რუსეთს მისი დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებებისთვის სირიაში, საქ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/nauerti.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ თანმიმდევრულად ვაკრიტიკებდით რუსეთს მისი დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებებისთვის სირიაში, საქართველოში, უკრაინაში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა CNN-ის ეთერში განაცხადა.

ის ასევე შეეხო სკრიპალის საქმეს და აღნიშნა, რომ აშშ-მ 60 რუსი დიპლომატის გაძევებით მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა დიდ ბრიტანეთს. “ ჩვენ მხარდაჭერა დავინახეთ არა მხოლოდ ჩვენს მოკავშირეებს შორის ევროპაში და კანადაში, არამედ მინდა აღვნიშნო რომ საქართველომაც გააძევა ერთი რუსი შპიონი”, - აღნიშნა ჰიზერ ნაუერტმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პიროვნებად გამოაცხადა და მოითხოვა, რომ მან საქართველო 7 დღის ვადაში დატოვოს. საქმე ეხება დიდ ბრიტანეთში ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამლვას, რაშიც ოფიციალური ლონდონი მოსკოვს ადანაშუალებს და რუს დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 555
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია