დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ბარამიძესა და დავით საგანელიძეს შორის დაპირისპირება კვოტების გადანაწილების საკითხს მოჰყვა
ავტორი:
2014/დეკემბერი/24 14:00:02
"ნუ იჯგიმები, ფეხებსაც ვერ მომჭამ", - აღნიშნული ფრაზით ოპოზიციონერმა ვიცე სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს, დავით საგანელიძეს მიმართა.
პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციებში ფრაქციათა კვოტების ხელახლა გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით დაწყებული კამათი ჩხუბში და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ბარამიძემ დღეს ისიც გააპროტესტა, რომ კვოტირების საკითხის განხილვა პარლამენტის თბილისის შენობაში გაიმართა. მან მმართველი გუნდი კონსტიტუციის დარღვევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
თავის მხრივ, საგანელიძემ ოპოზიციონერ კოლეგას მიმართა, რომ ის მთელი ცხოვრება კონსტიტუციას არღვევს, მისი ზემოთ აღნიშნული ფრაზის გამო კი, საგანელიძემ ბარამიძეს თავხედი და უზრდელი უწოდა.
დეპუტეტების დაწყნარება მანდატურებმა მოახერხეს.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1028
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია