დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რომან გოცირიძე - საპარლამენტო უმრავლესობამ კვოტირების სისტემასთან დაკავშირებით სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო
ავტორი:
2018/მარტი/23 17:00:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/gociridze-gunava.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484739-roman-gociridze-saparlamento-umravlesobam-kvotirebis-sistemasthan-dakavshirebith-samarckhvino-gadatsyvetileba-miigho.html", "headline": "რომან გოცირიძე - საპარლამენტო უმრავლესობამ კვოტირების სისტემასთან დაკავშირებით სამარცხვინო გადაწყვეტ...", "datePublished": "2018-03-23 13:10:14", "dateModified": "2018-03-23 13:10:14", "description": "საპარლამენტო უმრავლესობამ კვოტირების სისტემასთან დაკავშირებით სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო, - ას...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/gociridze-gunava.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობამ კვოტირების სისტემასთან დაკავშირებით სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტის ჩაგდება.

რომან გოცირიძის განცხადებით, კვოტირების სისტემა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელი იყო. „კვოტირების მიღება იყო აუცილებელი, თუ გავითვალისწინებთ იმ როლს, რა როლსაც დღეს თამაშობს ქართულ საზოგადოებაში ქალი. ის არის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. მისი აქტიურობა შემოიფარგლება საოჯახო საქმიანობით. მსოფლიოში ვართ ყველაზე ჩამორჩენილი საზოგადოებრივ თუ ეკონომიკურ საქმიანობაში, ამიტომ ამის მიღება იყო სწორი, მაგრამ, ისევე, როგორც სხვა გადაწყვეტილებაში, უმრავლესობამ აქაც მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესატანად საჭირო იყო 75 ხმა. კანონპროექტს 66-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 14-მა კი წინააღმდეგ მისცა.

“საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, რომელიც პარლამენტის მიერ დღეს უარყოფილია, 37 ათასზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერით, საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს ევალებოდათ დაეცვათ სქესთა ბალანსი ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი ყოფილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას დაუბრუნებდა სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლიდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 541
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია