დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კახა კალაძე - დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გაემგზავროს
ავტორი:
2014/სექტემბერი/30 12:30:02
ვიცე-პრემიერ კახა კალაძის აზრით, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გაემგზავროს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"ეს თემა არ არის აქტუალური, თუ ვინ უნდა წავიდეს დავოსში, მე ვფიქრობ, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე უნდა წავიდეს პრემიერ-მინისტრი. თქვენ იცით, რომ მთავრობის მეთაური გახლავთ პრემიერ-მინისტრი და იმ საკითხებიდან გამომდინარე, რომლებიც დავოსში იქნება განხილული, ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერის იქ ყოფნა", - განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ ქვეყანაში ბევრად უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი თემებია, ვიდრე იმის განხილვა, თუ ვინ უნდა გაემგზავროს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე.
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ, კლაუს შვაბმა გიორგი მარგველაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე კი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო და მისი მონაწილეობა უკვე დადასტურებულია.
ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის ქალაქ დავოსში იმართება. მიმდინარე წელს დავოსის ეკონომიკურ ფორუმს ქართული მხრიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 2013 წელს კი – ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 970
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია