დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კახა კუკავა - საქართველოს მთავრობის წინაშე დღეს დგას ზუსტად იგივე დილემა, რაც იდგა სააკაშვილის მთავრობის წინაშე გირგვლიანისა და სხვა გახმაურებული მკვლელობების შემდეგ
ავტორი:
2018/ივნისი/05 23:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kukava.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497123-kakha-kukava-saqarthvelos-mthavrobis-tsinashe-dghes-dgas-zustad-igive-dilema-rac-idga-saakashvilis-mthavrobis-tsinashe-girgvlianisa-da-skhva-gakhmaurebuli-mkvlelobebis-shemdeg.html", "headline": "კახა კუკავა - საქართველოს მთავრობის წინაშე დღეს დგას ზუსტად იგივე დილემა, რაც იდგა სააკაშვილის მთავრ...", "datePublished": "2018-06-05 19:46:58", "dateModified": "2018-06-05 19:46:58", "description": "საქართველოს მთავრობის წინაშე დღეს დგას ზუსტად იგივე დილემა, რაც იდგა სააკაშვილის მთავრობის წინაშე 20...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kukava.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს მთავრობის წინაშე დღეს დგას ზუსტად იგივე დილემა, რაც იდგა სააკაშვილის მთავრობის წინაშე 2006-2007 წლებში გირგვლიანისა და სხვა გახმაურებული მკვლელობების შემდეგ, - ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის პოსტი, იუსტიციის საბჭო, საპროკურორო საბჭო და მთავარი პროკურორის პოსტი ის ინსტიტუციებია, რომელიც ხელისუფლებამ კრიზისის განსამუხტად უნდა დათმოს.

„საქართველოს მთავრობის წინაშე დღეს დგას ზუსტად იგივე დილემა, რაც იდგა სააკაშვილის მთავრობის წინაშე 2006-2007 წლებში გირგვლიანის და სხვა გახმაურებული მკვლელობების შემდეგ. გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ სააკაშვილის გადადგომა არცერთხელ არ მოგვითხოვია. ჩვენ მისგან ვითხოვდით ადეიშვილის და მერაბიშვილის გადაყენებას. თვითონ სააკაშვილმა დააყენა საკითხი ასე, რომ მე მერაბიშვილს ვერ გავუშვებ, ის არის ჩვენი სახემწიფოს ხერხემალი. სწორედ იმ ხერხემალში გადაამტვრია მერე ქართველმა ხალხმა სააკაშვილი.

დღეს ხელისუფლებას აქვს ზუსტად იგივე ანალოგია. თეა წულუკიანი, ისუტიციის საბჭო ანუ კოლექტიური მურუსიძე, პროკურატურის საბჭო და მთავარი პროკურორის პოსტი - ეს არის ის ინსტიტუციები, რომელიც ხელისუფლებამ უნდა დათმოს. ამ ინსტიტუტების მაქსიმალური დეპოლიტიზირება უნდა მოხდეს. ეს იქნებოდა საკმარისი ამ კრიზისის განსამუხტად“, -განაცხადა კახა კუკავამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 478
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია