დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსანდრე ელისაშვილმა ცესკო-ში 10 ათასის ნაცვლად 20 ათასამდე ხელმოწერა წარადგინა
ავტორი:
2017/სექტემბერი/01 16:00:02
{ "context": "http://schema.org", "type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-01 11:50:18", "headline" : "ალექსანდრე ელისაშვილმა ცესკო-ში 10 ათასის ნაცვლად 20 ათასამდე ხელმოწერა წარადგინა", "image" : "//photo.interpressnews.ge/img/image27/5eca82d971394057f56720b41ebdf642.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "ალექსანდრე ელისაშვილმა ცესკო-ში 10 ათასის ნაცვლად 20 ათასამდე ხელმოწერა წარადგინა" } თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანაგუნდელებთან ერთად 19 576 ხელმოწერა წარადგინა.

”როდესაც ცოტა ხნის წინ განგვიცხადეს, რომ ერთ კვირაში 10 000 ხელმოწერა უნდა შეგვგროვებინა, გულწრფელად და გულახდილად გეტყვით, რომ დავიძაბე და შემეშინდა, ასეთი მარტივი ბიუროკრატიული მცდელობის და ღია ხრიკის გამო შესაძლოა არჩევნების მიღმა აღმოვჩენილიყავით და ჩვენი მოძრაობა, ბრძოლა შესაძლოა ამ მარტივი, ელემენტარული მიზეზების გამო შეჩერებულიყო. ჩვენთან მყარად არის დამკვიდრებული აზრი, რომ ათასობით ხელმოწერის შეგროვება სტანდარტულ ერთთვიან ვადაშიც კი ითვლება, რომ წარმოუდგენელი და შეუძლებელია. დიდი პარტიებიც კი ყოველთვის წინასაარჩევნოდ ერთსა და იმავეს აკეთებენ. ოროსანი ბავშვებივით იწერენ ერთმანეთისგან სიებს, ხელმოწერებს აყალბებენ და ასე წარადგენენ ხოლმე ცესკოში და არეგისტრირებენ, რაც ჩვენი მავნე პოლიტიკური ტრადიციაა. ამას ღიად მიეჩვივნენ ჩვენი პოლიტიკური პარტიები. პირდაპირ მომიწოდებდნენ, რომ გამეყალბებინა სიები, ანუ ის გამეკეთებინა, რასაც სხვა პოლიტიკური პარტიები აკეთებენ ხოლმე, მაგრამ მე პოლიტიკაში ტყუილისთვის არ ვარ მოსული. მე პოლიტიკაში მოვედი იმისთვის, რომ სიბინძურე გაიწმინდოს და მყისიერ, პროფესიონალ ადამიანებს მიეცეთ ასპარეზი პოლიტიკაში”, - განუცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა ჟურნალისტებს.

ამასთან, დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც ამ ხელმოწერების შეგროვებაში მხარი დაუჭირა და მხარდამჭერებს მიმართ.

”ქალაქში ოქტომბრის ბოლოს ცვლილება აბსოლუტურად შესაძლებელია. თქვენი რწმენა მე მაძლიერებს. ამ დღეების განმავლობაში ნატამალიც კი გამიქრა იმ ეჭვის, რომელიც მქონდა, შევძლებდი თუ არა არჩევნებში მონაწილეობას”, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცესკომ სამი დღის ვადაში უნდა უპასუხოს თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ჩაეთვლება თუ არა აღნიშნული ხელმოწერები საკმარის რაოდენობად.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 689
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია