დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს "ჩარჩო ხელშეკრულებას ბელორუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ"
ავტორი:
2018/მარტი/23 09:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/lukashenkoviziti-19.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484593-giorgi-margvelashvilma-da-aleqsandre-lukashenkom-kheli-moatseres-qcharcho-khelshekrulebas-belorusis-respublikasa-da-saqarthvelos-shoris-thanamshromlobis-shesakhebq.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს "ჩარჩო ხელშეკრულებას ბელორუსის რეს...", "datePublished": "2018-03-23 05:06:52", "dateModified": "2018-03-23 05:06:52", "description": "საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/lukashenkoviziti-19.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს "ბელორუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას".

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ბელორუსი და საქართველო ადასტურებენ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ერთგულებას - სუვერენული თანასწორობის პატივისცემას, ტერიტორიული მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შიდა საქმეებში ჩაურევლობას.

“ასევე, ბელორუსის რესპუბლიკა და საქართველო ითვალისწინებენ საერთო ინტერესებს ყველა სფეროში განამტკიცონ მეგობრული ურთიერთობები და ადასტურებენ ორმხრივ მისწრაფებას განავითარონ ხანგრძლივი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა“, - ნათქვამია ჩარჩოხელშეკრულებაში.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის, თენგიზ ფხალაძის, განცხადებით, სხვა შეთანხმებებთან ერთად ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულება, უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტია სახელმწიფოთშორისი ურთიერთობისათვის და საქართველოსა და ბელორუსის რესპუბლიკებს შორის თანამშრომლობის გრძელვადიან სტრატეგიას და პრინციპებს განსაზღვრავს.

"აღსანიშნავია, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 24 წლის განმავლობაში დღევანდელ დღემდე ვერ მოხერხდა ამ ხელშეკრულების გაფორმება და იგი გაფორმდა დღეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვა პრინციპებთან ერთად, რაც ჩადებულია ჩვენი თანამშრომლობის საფუძვლად ასევე ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 548
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია