დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სერგი კაპანაძე - ჩვენ კიდევ ცოტა ხანი დაველოდებით ხელისუფლებას და ვნახავთ, რა პოზიცია ექნება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“
ავტორი:
2018/მარტი/12 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/kapanadze-sergi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482499-sergi-kapanadze-chven-kidev-cota-khani-davelodebith-khelisuflebas-da-vnakhavth-ra-pozicia-eqneba-othkhozoria-tatunashvilis-siaze.html", "headline": "სერგი კაპანაძე - ჩვენ კიდევ ცოტა ხანი დაველოდებით ხელისუფლებას და ვნახავთ, რა პოზიცია ექნება „ოთხოზო...", "datePublished": "2018-03-12 09:40:51", "dateModified": "2018-03-12 09:40:51", "description": "ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თუ მიღებული იქნება ერთი რეზოლუცია, ეს აუცილებლად მოიცავს თავის თავში სანქციე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/kapanadze-sergi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თუ მიღებული იქნება ერთი რეზოლუცია, ეს აუცილებლად მოიცავს თავის თავში სანქციების კომპონენტს, კერძოდ კი, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

"უკვე მე-6 დღეა, რაც ჩვენ ველოდებით ხელისუფლების მხრიდან კომენტარებს ჩვენს რეზოლუციაზე. რეალურად ბურთი მათ მხარესაა. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ თუ იქნება მიღებული ერთი რეზოლუცია, ეს აუცილებლად მოიცავს თავის თავში სანქციების კომპონენტს, კერძოდ კი, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მიგვაჩნია, რომ უბრალოდ შეფასება, რომელიც გაკეთდება რეზოლუციის კუთხით შეიძლება იყოს ეფექტური და შეიძლება ამას კონტრეფექტიც კი გააჩნდეს. ამიტომ ჩვენ ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ და იმედი გაქვს, რომ ეს ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან მალე იქნება გადმოდგმული", - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე განცხადებით, საზოგადოებამ იხილა ძალიან სამწუხარო განცხადება პრემიერის მხრიდან, რომელიც "ევროპული საქართველოს" შეფასებით, ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება და პირიქით, დამაზიანებელია.

"ამასთანავე, ჩვენ ვიცით, რომ საპარლამენტო ხელმძღვანელობის მხირდან გარკვეული მზაობა გამოთქვა ჩვენი რეზოლიციის პროექტთან დაკავშირებით. იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა მზაობა პოლიტიკურ გუნდში ჯობს მათ ჰკითხოთ, ჩვენ კიდევ ცოტა ხანი დაველოდებით ხელისუფლებას და ვნახავთ მათ რა პოზიცია ექნება “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

თემა: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ცხინვალში სალომე სამადაშვილი - სამწუხაროა, რომ უმრავლესობაში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია რეზოლუციასთან დაკავშირებით
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 503
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია