დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გოკა გაბაშვილი - პრეზიდენტმა ბევრ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი
ავტორი:
2014/თებერვალი/20 20:00:02
საპარლამენტო უმცირესობა მიესალმება პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის ფრომატს, რომელიც ხვალ დებატებით წარიმართბა.
უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რადგან პრეზიდენტმა ბევრ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი.
"ფორმატზე უკვე შევთანხმდით, რომელიც წინა წლების განმავლობაში ჩვენ დავამკვიდრეთ. პრეზიდენტის გამოსვლას ყოველთვის მოჰყვებოდა პოლიტიკური დებატები. ეს საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან იმ საკითხებზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. მართალია პრეზიდენტი ბევრ საკითხში არაკომპეტენტურია, თუმცა გამოსვლა მაინც საინტერესო იქნება. ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას იმ ეკონომიკურ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და იმედია, პასუხსაც გავიგებთ", – აცხადებს გოკა გაბაშვილი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1209
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია