დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სააკაშვილმა უგულავა დავით აღმაშენებლის ორდენით დააჯილდოვა 
ავტორი:
2013/ნოემბერი/17 17:00:03
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც საქართველოს ერთ–ერთი უმაღლესი ჯილდო, დავით აღმაშენებლის ორდენი მომანიჭა. მიმაჩნია, რომ ეს ორდენი ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში ემსახურებოდა თბილისს და ჩემთან ერთად წვლილი შეიტანა ჩვენი ქალაქის განახლებასა და განვითარებაში. ბოლო წლების განმავლობაში, თბილისელების მხარდაჭერით, მერიამ უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. დღეს უკვე სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი ევროპული ქალაქის ყველა ძირითად მოთხოვნას აკმაყოფილებს. ჩვენ ერთად დავამტკიცეთ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას და რეგიონალიზმს ჩვენს ქვეყანაში უდიდესი რესურსი და მომავალი აქვს. დღეს უკვე სულ სხვა ამოცანების წინაშე ვდგავართ: ვაქციოთ თბილისი გლობალური მნიშვნელობის ქალაქად. დავით აღმაშენებლის ორდენი ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის უდიდესი სტიმულია, რათა მეტი შემართებით გავაგრძელოთ შრომა ჩვენი ქალაქის განვითარებისათვის“, - წერს უგულავა.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1530
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია