დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნინო ბურჯანაძე - ჩემი გამარჯვებით, დამთავრდება ის მახინჯი კოჰაბიტაცია, რომელიც დღემდე აპარპაშებს "ნაციონალურ მოძრაობას"
ავტორი:
2013/ოქტომბერი/14 19:30:03
"დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალციხის მოსახლეობას შეხვდა. "დემოკრატიული მოძრაობის" ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძემ საზოგადოებას სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობაზე ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდება ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან.
"დღეს ჩვენს რიგებს შემოუერთდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან კოჰაბიტაციით და იმ აშკარა გარიგებებით, რომელიც ხდება ადგილზე. "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა აქტიურმა კოორდინატორმა ისაუბრა, რომ იყო მუქარები მის მიმართ, რომ მის სიძეს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ იმის გამო, რომ ის ჩვენს პარტიაში გადმოვიდა. მე მივმართავ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, უმკაცრესად დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ცდილობენ გააგრძელონ ის მახინჯი ტრადიცია პოლიტიკური ანგარიშსწორებისა შეხვედრების ან მხარდაჭერის გამო, რომელიც დანერგეს "ნაციონალებმა". ჩვენ ამას აუცილებლად აღვკვეთავთ 27 ოქტომბერს. ჩემი გამარჯვებით ნამდვილად დამთავრდება ის მახინჯი კოჰაბიტაცია, რომელიც დღემდე აპარპაშებს "ნაციონალურ მოძრაობას" საქართველოში. ყველაფერს გავაკეთებ თითოეული ხმის დასაცავად და აუცილებლად აღვადგენ სამართლიანობას ყველგან და ყველასთვის", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მანვე ისაუბრა ქართული ენის სწავლების აუცილებლობაზეც. ბურჯანაძის თქმით, აფასებს იმას, რომ შეხვედრებზე, რომელსაც ესწრებიან არაქართული მოსახლეობის წარმომადგენლები, ყველა აფიქსირებს სურვილს, გაძლიერდეს სახელმწიფო ენის სწავლება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1288
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია