დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
“ევროპული საქართველო” თბილისის მერიას 4-პუნქტიან გეგმას სთავაზობს და ბიუჯეტის კორექტირებას ითხოვს
ავტორი:
2017/ნოემბერი/20 12:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/gabashvili_c7c37.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/463890-evropuli-saqarthvelo-thbilisis-merias-4-punqtian-gegmas-sthavazobs-da-biujetis-koreqtirebas-ithkhovs.html", "headline": "“ევროპული საქართველო” თბილისის მერიას 4-პუნქტიან გეგმას სთავაზობს და ბიუჯეტის კორექტირებას ითხოვს", "datePublished": "2017-11-20 07:45:13", "dateModified": "2017-11-20 07:45:13", "description": "საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველო - თბილისი“ დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მიმართავს გადახედოს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/gabashvili_c7c37.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველო - თბილისი“ დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მიმართავს გადახედოს 2018 წლის ბიუჯეტს.
როგორც პარტიის წევრმა გოკა გაბაშვილმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “ევროპული საქართველო” მერიას სთავაზობს 4-პუნქტიან გეგმას, რომლის თანახმადაც თბილისის ბიუჯეტი დაკორექტირდება და ის მიმართული იქნება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

გოკა გაბაშვილი “ქართულ ოცნებას” მიმართავს დაზოგოს თანხები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ხელფასების, პრემია-დანამატების დაფინანსებაზე, ავტომობილებზე, სარესტორნო მომსახურებაზე, დაუსაბუთებელ მივლინებებზე. გარდა ამისა, გაბაშვილი აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას კორუფციაზე უარის თქმისა და ტენდერების ობიექტურ, სამართლიან პირობებში ჩატარებით შესაძლებელია, თბილისის ბიუჯეტში გამოთავისუფლდეს დაახლოებით ‪200 მილიონი‬ ლარი. ‬‬‬

გოკა გაბაშვილი პენსიონერებისთვის 50-ლარიანი დანამატის დაწესებას, 100 ახალი ავტობუსისთვის ბიუჯეტში თანხის გათვალისწინებას, ბაღების პრობლემის მოგვარებას და ქონების გადასახადის 10%-ით შემცირებას ითხოვს.

“ჩვენ კონკრეტული ხედვას ვთავაზობთ მერიას.
1. ასაკით პენსიონერებისათვის, თბილისში მცხოვრები 203 000 ადამიანისთვის ყოველთვიური 50-ლარიანი საპენსიო დანამატის დაწესდეს, რაც მძიმე სოციალური ფონის პირობებში მცირე შეღავათი მაინც იქნება თბილისში მცხოვრები პენსიონერებისათვის.
2. თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების, გადატვირთული მოძრაობის განტვირთვისა და საცობების პრევენციისთვის აუცილებელია საზოგადოებრივი ტრასპორტის მუდმივი განვითარება, განახლება. “ქართული ოცნების“ მიერ მხოლოდ 143 ახალი ავტობუსის შემოყვანა განხორციელდა და არ არის გაფორმებული ახალი კონტრაქტი, რომელიც მომავალში უწყვეტად უზრუნველყოფდა ახალი, ადაპიტრებული, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შემოყვანას ქალაქში. მომავალი წლის ბიუჯეტში შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს მინიმუმ 100 ახალი ავტობუსის დამატება.
ასევე, უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ქალაქში ტრამვაის შეჩერებული პროექტის გასაახლებლად. უკვე არსებობს ტრამვაის ერთი ხაზის: უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ორთაჭალის მიმართულებით, მშენებლობის კვლევა. 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იყოს თანხა ტრამვაის ამ ხაზის პროექტის შესასყიდად, რაც უკვე 2019 წლიდან ამ ხაზის სამშენებლო სამუშაოების დაწყების საშუალებას მოგვცემს.
3. დღეს, თბილისის მოსახლეობის ერთ-ერთ მწვავე პრობლემას საბავშვო ბაღებში ადგილების სიმცირე წარმოადგენს. 2018 წლის სექტემბრიდან უნდა შემოვიღოთ ყოველწლიური ვაუჩერი საბავშო ბაღის ასაკის თითოეულ ბავშვზე, დაახლოებით წლიურად 1500 ლარის ოდენობით. ეს შესაძლებელს გახდის საბავშვო ბაღის ასაკის ყველა ბავშვის დაფინანსებას, რაც ერთი მხრივ, დროში ძალიან სწრაფად მოაგვარებს მშობლებისთვის პრობლემას და უფრო ეფექტურად აღმოფხვრის საბავშვო ბაღებში ადგილების დეფიციტს, ხოლო მეორე მხრივ, გამოიწვევს კერძო საბავშვო ბაღების სისტემის განვითარებას და ამ სფეროში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
4. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხებისა თუ სხვა ეკონომიკური სრთულეების პირობებში ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით ქონების გადასახადი უნდა შემცირდეს 10 %-ით, რაც ყოველწლიურად ბიზნესისთვის დატოვებულ დაახლოებით ‪16 000 000‬ ლარს ნიშნავს”, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა. ‬‬‬

“ევროპული საქართველო” აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას თბილისის მერიას დღეს გაუგზავნის.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 598
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია