დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ხატია დეკანოიძე - ნიკა მელიამ დააფიქსირა, რომ უკრაინიდან ჩვენი მოქალაქეების გამოძევება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რასაც პოროშენკოსგან უკმაყოფილება მოყვა
ავტორი:
2017/ნოემბერი/24 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/dekanoidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/464706-khatia-dekanoidze-nika-meliam-daafiqsira-rom-ukrainidan-chveni-moqalaqeebis-gamodzeveba-politikuri-nishnith-mokhda-rasac-poroshenkosgan-ukmayofileba-moyva.html", "headline": "ხატია დეკანოიძე - ნიკა მელიამ დააფიქსირა, რომ უკრაინიდან ჩვენი მოქალაქეების გამოძევება პოლიტიკური ნი...", "datePublished": "2017-11-24 08:59:22", "dateModified": "2017-11-24 08:59:22", "description": "ნიკა მელიამ დააფიქსირა, რომ უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევება უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/dekanoidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ნიკა მელიამ დააფიქსირა, რომ უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევება უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რასაც უკრაინის პრეზიდენტისგან უკმაყოფილება მოყვა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ ბრიუსელში, "ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) შეხვედრაზე უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საკითხზე ნიკა მელიასა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის შელაპარაკებაზე განაცხადა.

ხატია დეკანოძის თქმით, უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევების საქმით, არაერთი საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია დაინტერესდა და მათ დღეს ნიკა მელია მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ხაზი გაუსვა ქართველების უკანონოდ, მათ შორის ადამიანის უფლებების ყველა კონვენციის დარღვევით გამოძევებას, როდესაც ქართველებს, რომელთაც ჰქონდათ ბინადრობის უფლება აძევებდნენ და აძევებენ თავზე ტომრების ჩამოცმით.

ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველო- უკრაინის დიდ სტრატეგიულ მეგობრობას და თანამშრომლობას.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უცნაურად გაუსვა ხაზი, რომ ის ადამიანები ვინც გამოაძევეს, იყვნენ კრიმინალური ელემენტები. ეს, რა თქმა უნდა, არის სიცრუე, რადგან ყველა ის ადამიანი ვინც გამოაძევეს მათ შორის ჟურნალისტები, იქ იმყოფებოდნენ კანონიერად.
გამოძევებით ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია დაინტერესდა, რომელთაც ნიკა მელიას მოსთხოვეს დამატებითი ინფორმაციის მიწოდება”,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროია, რომ უკრაინაში დღეს ხელისუფლება იმავე მეთოდებს იყენებს, რა მეთოდებიც რუსეთმა გამოიყენა 2006 წელს საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 657
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია