დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჯონდი ბაღათურია კაზრეთის საბადოს გაფიცულ მუშებთან დაპირისპირებას უარყოფს
ავტორი:
2014/მარტი/07 15:00:02
"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია კაზრეთის საბადოს გაფიცულ მუშებთან დაპირისპირებას უარყოფს. როგორც პარტიის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი , სახელმწიფო კანცელარიასთან რეალურად დაპირისპირება მოხდა "მთავრობის მიერ დაქირავებულ ე.წ. "ზონდერების" შვიდკაციან ჯგუფთან, რომლებიც თავს პროფკავშირების წარმომადგენლებად ასაღებდნენ".
"ინფორმაცია, თითქოს მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე საპროტეტსო აქციაზე მოხდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და "ქართული დასის" ლიდერს ჯონდი ბაღათურიასა და უფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძეს შორის სინამდვილეს არ შეესაბამება. რეალურად დაპირისპირება მოხდა მთავრობის მიერ დაქირავებულ ე.წ. "ზონდერების" შვიდკაციან ჯგუფთან, რომლებიც თავს პროფკავშირების წარმომადგენლებად ასაღებდნენ. ანალოგიური პროვოკაციის მოწყობა სცადეს მთავრობის მიერ დაქირავებულმა ზონდერებმა გუშინ ჭიათურაში მიმდინარე საპროტეტსო აქციაზეც.ჭიათურაშიც და მთავრობის კანცელარიასთანაც ზონდერების მოთხოვნა იყო იდენტური, ისინი ჯონდი ბაღათურიასგან და დიმიტრი ლორთქიფანიძისგან მოითხოვდნენ არ გაეკრიტიკებინათ მთავრობა და დაშორებოდნენ არსებულ რეალობას", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
მათივე განმარტებით, "პროვოკატორებს შორის აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" კოორდინატორები ამოიცნო".
"ქართული დასისი" პრესსამსახურს აქვს შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალა, რასაც გადავუგზავნით შსს-ს, გავაცნობთ დიპლომატიურ კორპუსსა და გადავცემთ უწყებათაშორის კომისიას", - აღნიშნავენ პარტიაში.
PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1151
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია