დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ოქრუაშვილი - გორი კლანების მეშვეობით იმართება
ავტორი:
2014/მარტი/08 10:30:02
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, გორი "კლანების მეშვეობით" იმართება.
"ჩემთვის მოწოდება არაა გორის მერობა, ჩემთვის ესაა სხვა ტიპის კამპანია. ეს ქალაქი ყოველთვის იმართებოდა კლანების მეშვეობით. ასე იყო 2003 წლამდე. 2004 წელს მე ეს კლანები მთლიანად დავშალე და სააკაშვილმა ჩემთან დაპირისპირების შემდეგ ისევ მოაბრუნა და ისევ მათზე გააკეთა დასაყრდენი. დღეს ეს კლანები ისევ სხედან ადგილზე ამ ხელისუფლების პირობებში", - განაცხადა ოქრუაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" საუბრისას.
ამასთან, მან კლანის კონკრეტული წევრებიც დაასახელა და მათ "მღრღნელები" უწოდა.
"ქალაქის მამები - ვინც ქალაქს მართავენ არიან "კარაქა", "ჟანგიანი", "კულა", "კოხტა" და ა.შ. ისინი ხრავენ ყველაფერს, რაც არ უნდა იხვრებოდეს. მაგალითად, შარშანდელ ბიუჯეტში მაწანწალა ძაღლების დაჭერისთვის გამოყოფილი იყო 50 ათასი ლარი, წელს გაიზარდა 150 ათასამდე, არამგონია, რომ ძაღლების რაოდენობა გაიზარდა ქალაქში. მღრნელების რაოდენობამ მოიმატა გორში. ამის მიზეზია ნეპოტიზმი, საკუთარი დეიდაშვილ-ბიძაშვილების დანიშვნა, რაც ისევ გრძელდება", - აღნიშნა მან.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1194
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია