დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბიძინა ივანიშვილი - თუ ოლიმპიადის წინ გვქნება განცდა, რომ ჩვენი მონაწილეობა შეურაცხმყოფელია, რა თქმა უნდა, არ მივიღებთ მონაწილეობას
ავტორი:
2013/ოქტომბერი/14 19:00:02
დაველოდოთ, თუ საჭირო იქნება, სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზეც ვიტყვით უარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "პირველ არხის" საინფორმაციო გამოშვება "მოამბეში", სოფო მოსიძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ქვეყანამ იმპულსებით ცხოვრება უნდა დაამთავროს. მისივე შეფასებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხალხი იმპულსებით აცხოვრა და "რაც მივიღეთ, ვნახეთ", მათ შორის რუსეთთან დაკავშირებით და დამოკიდებულებით.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, სოჭის ოლიმპიადის შესახებ მთავრობამ განცხადება გაავრცელა და ეს განცხადება მის პოზიციასაც გამოხატავს. პრემიერის თქმით, მთავრობა ქვეყანას შეურაცხმყოფელს არაფერს აკადრებს და ღირსეულად მოიქცევა.
პრემიერის აზრით, ის გაფიცვებიც, რომელიც სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ფიქსირდება, ადრეც და ახლაც მიხეილ სააკაშვილის გუნდთან ასოცირდება. "დაველოდოთ, ჯერ დროა. თუ საჭირო იქნება, უარსაც ვიტყვით ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. უარის თქმას ყოველთვის მოვასწრებთ, ყველაზე მარტივი ეგაა. ვიტყვით უარს და მერე რა, იმის იქეთ რა?! ეს გვაქვს რესურსი, აი როგორმე უარი ვთქვათ და ამით ვაშინებთ ახლა მთელ მსოფლიოს?! ჩვენ ერთი რომ ვიქნებით მარტო, როგორ მოგეწონებათ?!",-განაცხადა ივანიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მარტო რომ ვიყოთ ამ ბოიკოტში, რა არის ამაში პრობლემა, ივანიშვილის თქმით, შეხედავენ, გააანალიზებენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
"თუ შევხედავთ და გავაანალიზებთ, რომ ასე ჯობია, ვიტყვით, რომ არ წავალთ და არ წავალთ ჩვენც. რად უნდათ ამდენი აჟიოტაჟი და აყალმაყალი რომ აქვთ ატეხილი მხოლოდ ერთი და იგივე ხალხისგან ანგაჟირებით, თუმცა საზოგადოების ბევრი წევრის პოზიციებს, დამოუკიდებლად იმისგან, ვის უჭერენ მხარს, გაგებით ვეკიდები და აღმაშფოთებელია ის, რაც ხდება. მაგრამ, სახელმწიფო არ შეიძლება იყოს იმპულსური და არ შეიძლება იყოს ნერვიული. სახელმწიფო უნდა იყოს დაბალანსებული და გადაწყვეტილებისას უნდა დაელოდო და მიიღო დროულად. ჩვენ გვაქვს დრო ჯერ, რატომ ვჩქარობთ?! უარის თქმას ყოველთვის მოვახერხებთ, მაგრამ ისე არ გვინდა, დღეს უარი ვთქვათ და ხვალ დავეთანხმოთ. მერე ზეგ უარი ვთქვათ და მაზეგ დავეთანხმოთ. დაველდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ ჩვენ ოლიმპიადის თამაშების წინ გვქნება განცდა, რომ იქ ჩვენი მონაწილეობა შეურაცხმყოფელია, რა თქმა უნდა ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა ივანიშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1131
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია