დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციის არქივსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის მემორანდუმი გაფორმდება
ავტორი:
2014/სექტემბერი/25 09:00:03
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციის არქივს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
დოკუმენტს ხელს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციის არქივის ხელმძღვანელი ადამირ ჯერკოვიჩი მოაწერენ.
მემორანდუმი საარქივო სფეროში პროფესიული გამოცდილების გაზიარებას; ორი ქვეყნის ისტორიის ამსახველი დოკუმენტების ციფრული ასლების გაცვლას; სამეცნიერო და პროფესიული შეხვედრების ორგანიზებას; ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციის არქივის დელეგაცია, რომელსაც დირექტორი ადამირ ჯერკოვიჩი ხელმძღვანელობს, თბილისს დღეს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ეროვნული არქივის მუშაობის სპეციფიკას, აქ დანერგილ სიახლეებს, არქივში დაცულ წერილობით და აუდიო-ვიზუალურ მასალასაც გაეცნობიან. ამასთან, სტუმრები დაათვალიერებენ თბილისის იუსტიციის სახლს, გაეცნობიან მის კონცეფციასა და დანერგილ ინოვაციებს.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია 11:00 საათზე გაიმართება. ვიზიტი 27 სექტემბერს დასრულდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1030
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია