დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჟოზე მანუელ ბაროზუ - საქართველოსთვის ჩვენი გზავნილია - როგორც პარტნიორებს შეგიძლიათ, გვენდოთ
ავტორი:
2014/ივნისი/13 12:00:02
საქართველოს ხელისუფლებისთვის, მოქალაქეებისთვის ჩვენი გზავნილია, რომ როგორც პარტნიორებს შეგიძლიათ გვენდოთ , - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზუმ სასტუმრო "რედისონში", საქართველო-ევროკავშირის საერთაშორისო ინვესტორთა კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს იმ არჩევანში, რომელიც საქართველოს ხალხმა და საზოგადოებამ გააკეთა.
ბაროზუს განმარტებით, პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური რეფორმები, საზოგადოების გახსნილობა და საერთაშორისო ინტეგრაცია არის ის რეცეპტები, რომელიც იმ ქვეყანას ეკუთვნის, რომელსაც სურს საკუთარი მომავალი გააჩნდეს.
მისივე თქმით, როდესაც ევროკავშირი ქვეყანას ასოცირების პროგრამას სთავაზობს, ეხმარება მას, მაგრამ მუშაობს საკუთარი სტრატეგიული ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
"ევროკავშირი როდესაც ქვეყანას სთავაზობს ასოცირების პროგრამას, ეხმარება მას, მაგრამ მუშაობს საკუთარი სტრატეგიული ინტერესების დასაკმაყოფილებლად. სტაბილურობა გვჭირდება ჩვენ საზღვრებზე. ჩვენი დღის წესრიგი გულისხმობს სტაბილურობას და შესაძლებლობებს ვაჭრობის, ინვესტირების ზრდის და ქვეყნების ეკონომიკური უერთიერთობის გაფართოებაში. 28 ქვეყანა ვართ, ჩვენ ვფართოვდებით. მიუხედავად კრიტიკისა, მიუხედავად ვიღაცეების ქადაგებებისა, რომ ევროკავშირი დაიმსხვრევა, ვიხილეთ შედეგები პირიქით, უფრო მეტი ქვეყნები გაწევრიანდნენ", - აღნიშნა ბაროზუმ.
მისივე თქმით, როდესაც 2004 წელს ევროპული კომისიის პრეზიდენტის პოსტზე მუშაობა დაიწყო, ევროკავშირში მხოლოდ 15 წევრი იყო.
"ამ 10 წელიწადში თითქმის გავაორმაგეთ წევრების რაოდენობა და 28-მდე გავიზარდეთ. ზოგჯერ ჩვეულებრივ მოვლენად არის ეს აღქმული და იმ დროს ნამდვილად არ იყო ეს ყველაფერი აშკარა და ნათელი. ჩვენ ვაწარმოებდით ქვეყნებთან მოლაპარაკებებს, ვმუშაობდით სანამ გახდებოდნენ წევრები და დავინახეთ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ასოცირების შეთანხმება. მაგალითად ავიღოთ პოლონეთი. სანამ დაიწყებოდა მიერთების პროცესი, მისი მშპ-ს დონე იყო უკრაინის მშპ-ზე დაბალი. ბალტიისპირეთს შევხედოთ. მაგრამ, აღნიშნულმა ქვეყნებმა დაიწყეს ასოცირების გზაზე მოძრაობა და მისცეს გარანტიები ინვესტორებს, დღის წესრიგში ცენტრალურ საკითხად დააყენეს კანონის უზენაესობა და ყველაზე დიდი კაპიტალი მოიპოვეს – რწმენა", - განახცადა ბაროზუმ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 901
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია