დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არსებული ინფორმაციით, შიდა ქართლის გუბერნატორად იაგო საურისა და ლევან შავლიაშვილის კანდიდატურები განიხილება
ავტორი:
2013/ნოემბერი/19 11:30:02
არსებული ინფორმაციით, შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტზე იაგო საურისა და ლევან შავლიაშვილის კანდიდატურები განიხილება. იაგო საური შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსია, ხოლო ლევან შავლიაშვილი შიდა ქართლის საპატრულო მთავარი სამმართველოს უფროსი.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იაგო საურს შიდა ქართლის დაცვის პოლიციის უფროსის პოსტი ეკავა, ლევან შავლიაშვილი კი ამავე რეგიონში ზურაბ არსოშვილის გუბერნატორობის დროს კულტურის სამსახურს ხელმძღვანელობდა. არც საური და არც შავლიაშვილი, მათი კანდიდატურების განხილვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ორივე მათგანი აცხადებს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობენ.
შიდა ქართლში გუბერნატორის პოსტზე ასევე საუბრობდნენ კიდევ ერთ კანდიდატურაზე - თამაზ შიოშვილზე, რომელიც "ქართული ოცნების" სიით გასული დეპუტატია, თუმცა ბოლო დღეებში შიოშვილის კანდიდატურა რეგიონში აღარ განიხილება.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, დღეს ახალი გუბერნატორის ვინაობა გაირკვეს. შიდა ქართლში, "ვარდების რევოლუციიდან" დღემდე, მეათე გუბერნატორი უნდა დაინიშნოს. რეგიონის მეათე გუბერნატორს საპრემიო ფონდი და საწვავის ლიმიტი ამოწურული დახვდება, - ამის შესახებ განცხადება ორი დღის წინ გადამდგარმა გუბერნატორმა ზურაბ ჩხეიძემ გააკეთა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1363
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია