დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნაციონალურ მოძრაობას" ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე კითხვები აქვს
ავტორი:
2018/მარტი/19 11:00:01
../photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/samadashvili_a4ac1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483700-qnacionalur-modzraobasq-tatunashvilthan-dakavshirebuli-rezoluciis-proeqtze-kithkhvebi-aqvs.html", "headline": ""ნაციონალურ მოძრაობას" ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე კითხვები აქვს", "datePublished": "2018-03-19 07:13:11", "dateModified": "2018-03-19 07:13:11", "description": ""ნაციონალურ მოძრაობას" ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტთან მიმართებაში კითხვები აქვს. დ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/samadashvili_a4ac1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } "ნაციონალურ მოძრაობას" ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტთან მიმართებაში კითხვები აქვს. დეპუტატი სალომე სამადაშვილი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, დაუჭერს თუ არა მხარს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რეზოლუციას, რომლის ტექსტი საპარლემენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის შეთანხმდა.

"ჩვენი პრინციპული მოთხოვნა აღნიშნულ რეზოლუციასთან დაკავშირებით იყო ის, რომ ტექსტში უნდა ჩადებულიყო რეალური, ქმედითი ნაბიჯები რუსეთზე საერთაშორისო პოლიტიკური წნეხის გაზრდის მიზნით. ჩვენ კომიტეტის წინა სხდომაზე დავაყენეთ ჩვენი წინადადებები, რომლებიც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობასთან კონსულტაციების დაუყოვნებლივ დაწყებას რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხზე. ეს მოთხოვნა იმ ტექსტში, რაც ჯერჯერობით ვნახეთ, გათვალისწინებული არ იყო. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გავაგრძელებთ ჩვენი პოზიციის დაცვას და ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება საბოლოო ვარიანტი. მე მაქვს კონკრეტული შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რაც ჩაიდო ტექსტში. ჩვენ უნდა დავადგინოთ, რა შედეგი ექნება შემოთავაზებულ ე.წ. სანქციებს, რომელსაც უმრავლესობა, როგორც ჩანს, თანხმდება, რეალურად ვინ გახდება სამიზნე და მივიღოთ საფუძვლიანი პასუხები, რათა შეგვექმნას შთაბეჭდილება, აქვს თუ არა საერთოდ რაიმე დატვირთვა იმ სანქციებს, რაზეც დასთანხმდა უმრავლესობა",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე.

არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული პარლამენტის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.

მთავრობისადმი ეს დავალება ასახულია პროექტში, რომელიც უმრავლესობისა და უმცირესობის შეთანხმებული ვარიანტია. პროექტზე მუშაობა დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაგრძელდება და სავარაუდოდ, 21 მარტს პლენარულ სხდომაზე გავა.

ამასთან, პარლამენტი მთავრობას მიმართავს, მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.
თემა: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ცხინვალში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პარლამენტის რეზოლუციის გადამუშავებულ ვარიანტს განიხილავს
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 545
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია