დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ბაქრაძე - პრემიერმა სამი დღის წინ თავისი მიმართვით მძიმე შეცდომა დაუშვა, დღეს იმ შეცდომის გამოსასწორებლად „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო მძიმე შეცდომაზე მიდის
ავტორი:
2018/მარტი/12 15:30:02
../photo/2015_02/ipn4new/bakradze_5d6cb.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482526-davith-baqradze-premierma-sami-dghis-tsin-thavisi-mimarthvith-mdzime-shecdoma-daushva-dghes-im-shecdomis-gamosastsoreblad-qarthuli-ocneba-kidev-ufro-mdzime-shedomaze-midis.html", "headline": "დავით ბაქრაძე - პრემიერმა სამი დღის წინ თავისი მიმართვით მძიმე შეცდომა დაუშვა, დღეს იმ შეცდომის გამო...", "datePublished": "2018-03-12 11:30:14", "dateModified": "2018-03-12 11:30:14", "description": "პრემიერმა, სამი დღის წინ, დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომა თავისი მიმართვით და დღეს, იმ შეცდომის გამოსასწ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/ipn4new/bakradze_5d6cb.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრემიერმა, სამი დღის წინ, დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომა თავისი მიმართვით და დღეს, იმ შეცდომის გამოსასწორებლად „ქართული ოცნება“ მიდის ახალ და კიდევ უფრო მძიმე შეცდომაზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟენევის ფორმატის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი საუბარი ჟენევის ფორმატის გადასინჯვაზე ნიშნავს „პანდორას ყუთის“ გახსნას, რომლითაც დიდი ალბათობით ისარგებლებს რუსეთი და შეეცდება, რომ საერთოდ გააქროს ჟენევის ფორმატი და სხვათა შორის, ამ მიზნით გამოიყენოს კარასინი-აბაშიძის ალტერნატივაც. ამიტომ, ასე მოუმზადებლად, ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე, ასე უბრალოდ იმისთვის, რომ გამოასწორო წინა წერილის შეცდომა, გადაფარო და რაღაც ახალი თქვა ვითომ კარგია, ჟენევის ფორმატთან თამაში მიმაჩნია უაღრესად საშიშად და საზიანოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ”უნდა ვისაუბროთ ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე”. სუბარი ფიქრობს, რომ ჟენევის ფორმატი თავიდანვე არაეფექტურად იქნა ჩაფიქრებული თუ განხორციელებული.

გასული წლის ბოლოს პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟენევის დისკუსიების ფორმატის მინისტრის დონეზე ამაღლების და მასში პირადად ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 558
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია