დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ ჯანელიძე ბათუმში შეხვედრას გამართავს
ავტორი:
2018/აპრილი/22 10:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidze3.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489301-mikheil-janelidze-bathumshi-shekhvedras-gamarthavs.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე ბათუმში შეხვედრას გამართავს", "datePublished": "2018-04-22 06:40:44", "dateModified": "2018-04-22 06:40:44", "description": "საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბათუმს ეწვევა და ადგილობრივი თვ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidze3.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბათუმს ეწვევა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრას გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა ნატო-ს დღეების ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. მიხეილ ჯანელიძე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და ამ გზაზე არსებულ პროგრესზე ისაუბრებს. მინისტრი ნატო-სა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს მიმოიხილავს. ასევე, ყურადღებას გაამახვილებს საქართვლოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და პრიორიტეტებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარდგებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე, ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხალვაში და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე.

წელს ნატო-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით იმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით.

ნატო-ს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1-ელ მაისამდე გაგრძელდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 508
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია