დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი კვირიკაშვილი - მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიციელს, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს წესრიგს, მოქალაქეების უსაფრთხოებას
ავტორი:
2018/თებერვალი/02 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kvirikashvili2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/476067-giorgi-kvirikashvili-madlobas-vukhdi-thithoeul-policiels-romelic-sakuthari-sicockhlis-riskis-fasad-icavs-tsesrigs-moqalaqeebis-usafrthkhoebas.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი - მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიციელს, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავ...", "datePublished": "2018-02-02 07:29:49", "dateModified": "2018-02-02 07:29:49", "description": "მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიციელს, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს ჩვენს ქვეყანაში წესრ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kvirikashvili2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიციელს, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს ჩვენს ქვეყანაში წესრიგს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და აშენებს საფუძველთა საფუძველს ჩვენი ქვეყნის წარმატებისა, - ასე მიმართა პოლიციის თანამშრომლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპატრულო პოლიციისთვის ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების გადაცემის ღონისძიებაზე. პრემიერის შეფასებით, პოლიციის წარმატებაზე დიდწილად არის დამოკიდებული ქვეყნის წარმატება.

”როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლიციაში ბევრი სიახლე იგეგმება. მე მინდა მინისტრს ვუსურვო წარმატება და დარწმუნებული ვარ ამ წარმატებაში. პოლიციის წარმატებაზე არის დიდწილად დამოკიდებული ქვეყნის წარმატება. მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიციელს, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს ჩვენს ქვეყანაში წესრიგს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და აშენებს საფუძველთა საფუძველს ჩვენი ქვეყნის წარმატებისა”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ავტომანქანები თავდაპირველად განკუთვნილი იყო მთლიანად მინისტრთა კაბინეტისთვის.

”როდესაც მე დავსვი საკითხი - მოდით, მივიღოთ გადაწყვეტილება და მთლიანად ეს ავტომობილები გადავცეთ საპატრულო პოლიციას, იყო სრული მხარდაჭერა და კონსოლიდაცია მინისტრთა კაბინეტში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სწორედ საპატრულო პოლიცია იყოს პიონერი ასეთი სიახლეების დანერგვაში ჩვენ ქვეყანაში”, - აღნიშნა პრემიერმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 706
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია